Self.ge-ს შესახებ

Self.ge შექმნილია ადამიანური რესურსების მენეჯმენტისა და ვებ-დეველოპმენტის სფეროში მოღვაწე 10 წლიანი გამოცდილების მქონდე გუნდის მიერ. ჩვენი გუნდი კარგად იცნობს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარს და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის საინტერესო და საჭირო პროდუქტებსა და მომსახურებას.

რა არის SELF hrms?

SELF hrms წარმოადგენს პერსონალის ადმინისტრირების ინოვაციურ ელექტრონულ სისტემას, რომლის მიზანია გაამარტივოს საბაზისო ადმინისტრაციული პროცესების მართვა ორგანიზაციაში და შესაბამისად, შეამციროს ამ პროცესებზე დახარჯული დრო და ადამიანური რესურსი.

სისტემის ფუნქციონალი:

· ორგანიზაციული სტრუქტურის და საშტატო ერთეულების მართვა;
· თანამშრომლების ინფორმაციის დინამიური მართვა;
· თანამშრომელთა დასწრების აღრიცხვა;
· დინამიური და სტანდარტული გრაფიკები;
· მიმდინარე მდგომარეობის მონიტორინგი;
· საათობრივი ანაზღაურების აღრიცხვა;
· შვებულებებისა და ბიულეტენების მართვა;
· მივლინებების მართვა;
· ავტომატური შეტყობინებების გენერირება;

სისტემის შესაძლებლობები:

· მარტივი და მოქნილი ინტერფეისი;
· ავტომატიზებული SMS ფუნქციონალი;
· მრავალფეროვანი რეპორტების სისტემა;
· მომხმარებლის ინტერფეისი რომელიც თანამშრომელს აძლევს შესაძლებლობას თვითონ მართოს საბაზისო ადმინისტრაციული პროცესები;
30.05.2019