SELF.GE- ქართული სტრარტაპის ერთ წელიწადში მიღწეული წარმოუდგენელი ზრდა


Entrepreneur-ის მკითხველი უკვე კარგად იცნობს სტარტაპს Self.ge რომელიც HRMS-პლატფორმას წარმოადგენს და კომპანიებს ადამიანური რესურსის მართვის ციფრულ ხელსაწყოებს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ კომპანიას სულ ახლახან ოპერირების დაწყებიდან





alt
როგორც ნინო აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე კომპანიები IT-მიმართულებით ქართულ პროდუქტებს ნაკლებად ენდობოდნენ და უპირატესობას გამოცდილ საერთაშორისო სისტემებს ანიჭებენ, Self.ge-ს პროდუქტმა და მომსახურებამ მოახერხა და მომხმარებელთა ნდობა და აღიარება მოიპოვა.

„ჩვენთვის საამაყოა, რომ „სელფის“ სისტემით 150 კომპანიის 36 000-ზე მეტი დასაქმებულის პორტფელი იმართება“, − აცხადებს ნინო ფეიქრიშვილი, − „თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ერთმა წელმა ყველა დასახულ გეგმას და მოლოდინს გადააჭარბა. „სელფმა“ შეძლო და გახდა ერთ-ერთი მოთხოვნადი პროგრამული გადაწყვეტილება ბიზნესსექტორისთვის და არა მარტო. მიხარია, რომ დღეს „სელფი“ აერთიანებს 150-ზე მეტ როგორც დიდ, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესს. მიუხედავად იმისა რომ პირველ ბიზნესგეგმაში ძირითადი გათვლა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესზე გვქონდა, დღეის მდგომარეობით, ჩვენი სამომხმარებლო პორტფელის 25% მსხვილ ორგანიზაციებს უჭირავს. თუმცა განსაკუთრებით გვიხარია, რომ შევძელით ისეთი ბიზნესმოდელი შეგვეთავაზებინა ბაზრისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მისცა მცირე ზომის კომპანიებს (რომელთა გუნდის რაოდენობა 10-15 კაცს არ აღემატება) პროცესების გაციფრულების კუთხით პირველი ნაბიჯები გადაედგათ. ჩემი აზრით, გარკვეულწილად ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილად იქცა ის, რომ მცირე ზომის კომპანიებს ვაძლევთ წვდომას ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც მანამდე ხელმიუწვდომელი იყო მათთვის“.

და მაინც, რამ განაპირობა ამ პლატფორმის ასეთი წარმატება? Self.ge-მ ბაზარს ყველასგან განსხვავებული სისტემა შესთავაზა, რომელიც რამდენიმე ძირითადი უპირატესობით გამოირჩევა. უპირველეს ყოვლისა, ესაა დაცულობის მაღალი ხარისხი, რომელსაც სტარტაპის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერთა გუნდი უზრუნველყოფს. გარდა მონაცემთა ბაზების დაცულობისა, Self.ge-ს სისტემა მომხმარებელზე ორიენტირებული და მარტივად მოსახმარი ინტერფეისით გამოირჩევა, რაც მის ორგანიზაციაში დანერგვის პროცესს მნიშვნელოვნად აადვილებს. დაბოლოს, რაც ალბათ ამ სისტემას კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის, მუდმივად განახლებადი ფუნქციონალია, რომელსაც მომხმარებლები ყოველთვიურად ხედავენ.

რამდენიმე თვის წინ Self.ge-ს პლატფორმაზე განხორციელებული ვერსიის მორიგი განახლების შემდეგ, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა შიდა კომუნიკაციის მოდული, რომლის დახმარებით, პერსონალის აღრიცხვისა და ადმინისტრაციული პროცესების მართვის გარდა, კომპანიებს უკვე შესაძლებლობა აქვთ სისტემიდან გააცნონ სიახლეები თავიანთ თანამშრომლებს და სამსახურებრივ საკითხებზე ეკონტაქტონ.

28.04.2022