როგორ უნდა დავიწყოთ HR ბიზნეს პროცესების გაციფრულება, რჩევები SELF.GE-ისგან

იმისთვის რომ HR-ის ციფრული ტრანსფორმაცია სწრაფად, მარტივად და წარმატებულად განახორციელოთ კომპანიაში, აუცილებელია დასაწყისშივე სწორად დაგეგმოთ ეს პროცესი. სწორედ ამიტომ გამოყევით SEL.GE რჩევებს.
იმისთვის რომ HR-ის ციფრული ტრანსფორმაცია სწრაფად, მარტივად და წარმატებულად განახორციელოთ კომპანიაში, აუცილებელია დასაწყისშივე სწორად დაგეგმოთ ეს პროცესი. სწორედ ამიტომ გამოყევით SEL.GE რჩევებს.
  1. პირველ რიგში, გააანალიზეთ თქვენი კომპანიის HR ბიზნეს პროცესები და დაგეგმეთ მათი გაციფრულების თანმიმდევრულობა. აუცილებელია გესმოდეთ, რომ ციფრული ტრანსფორმაციის დასაწყებად, აუცილებელია ამ პოროცესების სტანდარტიზაცია.
  2. განსაზღვრეთ, თუ რომელ ამოცანებზე გეხარჯებათ ყველაზე მეტი დრო. ეს გარკვეულწილად დამღლელი მოსამზადებელი სამუშაო მნიშვნელოვანია, რადგან გეხმარებათ დაინახოთ ნათელი სურათი თუ რამდენ დროს დაზოგავს HR-ის ციფრული ტრანფორმაცია თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.
  3. აირჩიეთ ციფრული პლატფორმა, რომელიც აკმაყოფილებს თქვენ მოთხოვნებს - ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული ციფრული HR სიტემა, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს თქვენი სურვილები და მორგებული იყოს თქვენ ბიუჯეტზე. დღევანდელ ცვალებად გარემოში, არჩევანი შეაჩერეთ ისეთ სისტემებზე, რომლებიც სწრაფად ადაპტირდებიან ბიზნესის ცვალებად მოთხოვნებზე.
  4. მოამზადეთ მონაცემთა ბაზები - იმისთვის რომ სისტემა დროულად გამართოთ, მოამზადეთ მონაცემთა ბაზები, რათა ერთბაშად შეიყვანოთ ისინი სისტემაში და მოიყვანოთ სისტემა მზადყოფნაში. სამუშაო საათები, ორგანიზაციული სტრუქტურა, შვებულებები, პერსონალური მონაცემები და ა.შ. ეს პროცესი ძალიან შრომატევადია, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ ამ სამუშაოების ჩატარება.
  5. მოამზადეთ გუნდი HR-ის ციფრული ტრანსფორმაციისთვის - სისტემის წარმატებით დანერგვაში, უმნიშვნელოვანესი როლი აქვს მენეჯმენტისა და თანამშრომლების მზაობას. ყველა კომპანიას ვურჩევთ, წინასწარ გააკეთოს კომინიკაცია, რომ იწყებენ HR პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციას. აუცილებელია გუნდი მოვამზადოთ ამ პროცესისათვის. თუ სურვილი და მიმღებლობა მაღალია, ციფრული ტრანსფორმაცია ძალიან სწრაფად მიმდინარეობს.
  6. გაწერეთ გეგმა და მიჰყევით მას - და ბოლოს, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საფეხური გაწერეთ გეგმად, მიანიჭეთ თარიღები და მიჰყევით ამ გეგმას. დროში ზუსტად გაწერილი პროცესი დააჩქარებს ციფრულ ტრანსფორმაციას თქვენს კომპანიაში.
 შეჯამება - უახლოეს მომავალში, ყველა კომპანიას მოუწევს HR პროცესების ციფრული ტრანსფორმაცია, რათა დიდხანს დარჩეს კონკურენტული, რატომ? იმის გამო, რომ ციფრული სამყარო სწრაფი ნაბიჯებით ვითარდება და დროთა განმავლობაში აუცილებელია თანამშრომლებმა კომპანიისგან საშუალოზე მაღალი მომსახურეობა მიიღონ.
28.04.2022